„სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №206
2001 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 აპრილის №151 ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 12 აგვისტოს №519, 2001 წლის 1 თებერვლის №33 და 2001 წლის 11 თებერვლის №47 ბრძანებულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებიდან ბუნებრივი და თხევადი გაზის ტრანზიტით ორგანიზებულად ტრანსპორტირების, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირებისა, მიზნით:“.
2. აღდგენილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 აპრილის №151 ბრძანებულების მე-7 პუნქტის შესაბამისად გაუქმებული მე-7 პუნქტი.
3. ბრძანებულების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სააქციო საზოგადოება „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ“ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარმოადგინოს საქართველოს მხარე საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი და თხევადი გაზის ტრანზიტით ტრანსპორტირების შესახებ ყველა მოლაპარაკებაში, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების მოლაპარაკებისა და დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები საქართველოსა და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს შორის“.
ე. შევარდნაძე