სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№573
2008 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ნება დაერთოს მარნეულის მუნიციპალიტეტს ქვემოთ ჩამოთვლილ კონკრეტულ პროექტებზე საქონლის, სამუშაოთა და/ან მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით:
- 119 560 (ას ცხრამეტი ათას ხუთას სამოცი) ლარი – სოფელ ხიხანში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;
– 62 706 (სამოცდაორი ათას შვიდას ექვსი) ლარი – სოფელ ხიხანში გამავალი სასმელი წყლის მილების რეკონსტრუქცია;
– 79 500 (სამცდაცხრამეტი ათას ხუთასი) ლარი – ხელოვნურსაფარიანი მინი-სტადიონის მოწყობა;
– 74 294 (სამოცდათოთხმეტი ათას ორას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქ. მარნეულში გამავალ წყალსადენებზე ავარიების აღმოსაფხვრელი სამუშაოები.
2. სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დ. კირკიტაძემ განახორციელოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის ზედამხედველობა „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“საქართველოს კანონის საფუძველზე.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“?
- „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ მიღებულია 08.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №573. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“, №573, 08.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2102179/