„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№274
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №274

2008 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი:

– 7 100 000 (შვიდი მილიონ ასი ათასი) ლარი – ქუჩების სავალი ნაწილების კაპიტალური შეკეთება;

– 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი – საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესასრულებლად;

– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – გაზიფიცირების სამუშაოები;

– 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქალაქში გარე განათების სამუშაოები;

– 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი – სარდაფებიდან წყლის ამოსატუმბი სამუშაოები;

– 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი – სპორტული მოედნების მოწყობა;

– 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი – ღვარსადენების რეაბილიტაცია;

– 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი – ქალაქის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;

– 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი – ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია.“.

ბ) პირველი პუნქტის „ჰ.თ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.თ) ცაგერის მუნიციპალიტეტი:

სულ 800 000 (რვაასი ათასი) ლარი:

– სოფლების: ალპანა, ღვირიში, წილამიერი, ლაილაში, ორბელი, ჩხუტელი, ზუბი, აღვი, წიფერჩი, სპათაგორი, გაგულეჩი, ქვ. ცაგერი, აგრეთვე ქვ. ცაგერში სათავო ნაგებობების, შიდა ქსელისა და აღმაშენებლის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია;

– სოფლების: უსახელო, თაბორი, სანორჩი-ნასპერი, ოყურეში, ჩქუმი-ქულბაქი, ალპანა-ზოგიში-ცაგერა, ჩხუტელი, ზუბი, ნაკურალეში, ღვირიში, ტვიში, ორხვი, უცხერი, ალპანა, აღვი-ნაკურალეში, აღვი, ლაილაში, ღუ, სურმუში, ლაჯანა, ორბელი, ყურცობი, ლაცურია, ჩხუტელი-ლასურიაში, ლასურიაში-აღვი, მახაში, ზარაგულა, ლარჩვალი, ბარდნალა, მახურა, კენაში, წილამიერი-ლესინდი, საირმე, ქვემო ცაგერი, ლაშიჭალა, სპათაგორი, ხოჯი, წიფერჩი და ქ. ცაგერის შიდა გზების რეაბილიტაცია;“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე