„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№258
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№258

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირ­თან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრა­ციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ჰ.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ჰ.ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი:

– 820 000 (რვაას ოცი ათასი) ლარი – გზების რეაბილი­ტაცია, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ხიდების მშენებლობა და შეკეთება;

– 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – სოფელ ლესი­ჭინეში მდინარე ზანასძგაზე საავტომობილო ხიდის რეაბილი­ტაცია;

– 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ახუთში მდინარე ზანასძგაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა;

– 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი – სოფელ ნაფიჩ­ხო­ვოში მდინარე შებეზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა;“;

ბ) განკარგულების „ჰ.რ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

„ჰ.რ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი:

– 151 000 (ას ორმოცდათერთმეტი ათასი) ლარი – გაზი­ფი­ცირების სამუშაოები;

– 282 000 (ორას ოთხმოცდაორი ათასი) ლარი – შიდა გზების შეკეთება და მოხრეშვა.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი                      ვ. გურგენიძე