„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№211
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №211

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმი­ნისტრა­ციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველ პუნქტში:

1.1. „ე“ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„– 255 000 (ორას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – ბუნებრივი გაზის ქსელის გაფართოება;“

1.2. „ვ“ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„– 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ბუნებრივი გაზის ქსელის გაფართოება;“

1.3. „ზ“ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ბუნებრივი გაზის ქსელის გაფართოება;

– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – შიდა გზების რეაბილიტაცია;

– 300 000 (სამასი ათასი) ლარი – წყალსადენის რეაბილიტაცია;“

1.4. „ს“ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„– 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი – სოფლების სამეურნეო–სასმელი წყლის წყალგაყვანილობის და სათავე–შენობა–ნაგებო­ბების რეაბილიტაცია და რემონტი;“

1.5. „ც“ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„– 408 400 (ოთხას რვა ათას ოთხასი) ლარი გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;

– 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – ნინოშვილის ქუჩისა და №1 საჯარო სკოლის მისასვლელი გზის საყრდენი კედლის მოწყობა;

– 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი – მუნიციპალური ტრან­სპორტის შეძენა;“

1.6. „წ“ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„– 1 213 200 (ერთი მილიონ ორას ცამეტი ათას ორასი) ლარი – შიდა სარგებლობის გზების მოასფალტება;“

1.7. „ჰ.კ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.კ) თიანეთის მუნიციპალიტეტი:

სულ 790 000 (შვიდას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი

ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია;

– სოფელ ახალსოფლის წყალსადენის სათავე ნაგე­ბობისა და შიდა ქსელის მოწყობა და ჩაბანო-ახალ­სოფლის წყალ­სადენის მთავარ ქსელთან მიერთება;

– სოფ. ზარიძეების შიდა გზების მოხრეშვა;

– სოფ. ალოტის შიდა გზების რეაბილიტაცია;

– ჩეკურაანთგორი–ევჟენტის დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია;

– თიანეთი–არტანის გზის რეაბილიტაცია;

– სოფელ ტუშურების წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

 – ღულელები–ბალებისხევი-სიონთგორი-ნადიკრის დამაკავ­შირე­ბელი შიდა გზების რეაბილიტაცია;

– სოფელ ზემო ნაქალაქარის შიდა გზების რეა­ბილიტაცია;

– მელიასხევი-თოლენჯი-სიმონიანთხევი-გორანას დამაკავ­ში­რებელი შიდა გზების რეაბილიტაცია;

– სოფელ ღულელების წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;

– სოფელ ლელოვანის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;

 – სოფელ ჟებოტის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილტაცია (სოფელ დულუზაურებში მდებარე) და სოფელ ჟებოტაში არსებული წყლის სისტემის შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

საერთო ღირებულება 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი;

 – ჩეყურაანთგიორის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

– სოფელ ომარაულების წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

 – სოფელ დულუზაურების წყალსადენის სათავე ნაგე­ბობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

 – სოფელ დევენაანთხევის წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია;

– სოფელ საყდრიონის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

– სოფელ ხევსურთსოფლის წყლის სისტემის რეაბი­ლიტაცია;

 – სოფელ თრანის წყალსადენის სათავე ნაგებობის შიდა ქსელის მოწყობა;

 – სოფელ მაგრანეთის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

 – სოფელ სიმონიანთხევის წყალსადენის სათავე ნაგე­ბობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

– სოფელ თოლენჯის წყალსადენის რეაბილიაცია.

 საერთო ღირებულება 410 000 (ოთხას ათი ათასი) ლარი;“

1.8. „ჰ.მ“ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„– 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – სოფელ მოსაბრუნის გაზიფიცირება;“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი                    ვ. გურგენიძე