„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№674
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №674

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალლური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 22 300 მ3 და შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 16 550 მ3 (სულ – 38 850 მ3) წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის გამოყოფის, მოჭრისა და დამზადების სამუშაოების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულების შესაბამისად დამზადებული 38 850 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობის ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით.

4. ამ განკარგულების შესაბამისად დამზადებული 38 850 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                               ვ. გურგენიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.10.2008.
როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.10.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №674. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.10.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 ოქტომბრის №640 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №674, 16.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2107073/