თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№530
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 21/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №530

2007 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის” გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიას გამოუყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი ქ. ქუთაისის ცენტრალური ნაწილის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად ქალაქ ქუთაისის მერიამ სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ა. ბობოხიძეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ქუთაისის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი