,,რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.10.003.000.468
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 28/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №84

2006 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

„რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №134 დადგენილებით დამტკიცებულ რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთვარობის დადგენილებებითა და განკარგულებებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის განხორციელების მიზნით აპარატი უზრუნველყოფს ეკონომიკური, სამართლებრივი, „ელექტრონული მთავრობის“, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების ხელშეწყობასა და კოორდინაციას, აგრეთვე ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და მისი განხორციელების მონიტორინგს. აწარმოებს კორუფციულ დანაშაულობათა სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს და თანამშრომლობს ანტიკორუფციული კუთხით მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, წარმოადგენს საქართველოს მხარეს ანტიკორუფციულ სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი