,,არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №8
2006 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №120, მუხ. 1339) დამტკიცებულ არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).”.
ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სანებართვო პირობები და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) არაიოდიზებული მარილის საქართველოში შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ოფიციალური წერილი და სხვ.);
ბ) საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) არაიოდიზებული მარილის შემდგომში არასაკვები მიზნით გამოყენების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება). თუ არაიოდიზებული მარილის იმპორტიორი ამავდროულად მომხმარებელია, – ინფორმაცია ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვითაც შემოტანილი საქონელი არ იქნება გამოყენებული საკვები მიზნით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.01.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“?
- „,,არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“ მიღებულია 18.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 230.020.040.10.003.000.391.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”“, №8, 18.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.020.040.10.003.000.391 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2404/