“ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №161
2005 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
1. ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 12.08.2005 წ., №94, მუხ. 1066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. ლიცენზირებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით გაცემული ხე-ტყე.
4. ხე-ტყეს ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის“ შესაბამისი სატყეო მეურნეობები ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის“ დაცული ტერიტორიების შესაბამისი ადმინისტრაციები მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.“;
ბ) მე-8 მუხლის „ა.გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) ხე-ტყის ტრანსპორტირებისას იქონიოს და ექსპორტირებისას საბაჟო ორგანოებს წარუდგინოს მისი კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა ფორმასა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი. აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად აგრეთვე წარდგენილ უნდა იქნეს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი);”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2005.
- როდის იქნა მიღებული “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
- “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ” მიღებულია 21.09.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №161. სარეგისტრაციო კოდი — 390.050.020.10.003.000.295.
- სად არის “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება “ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, №161, 21.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.000.295 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10420/