„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№165
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.000.549
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 01/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №165

2006 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის    11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისა და სპეციალური მიზნით ტყით სარგებლობისათვის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას „მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი საქართველოს ტყის კოდექსის 82-ე მუხლისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობისათვის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება „მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის“ რეკომენდაციით მიიღება „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად.“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს 45 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„45. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს მიერ მერქნული რესურსი გაიცემა შემძენის მიერ „ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             ზ. ნოღაიდელი