„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №48
2007 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხ. 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-4 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი:
„41. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ობიექტი არის სახელმწიფო ტყის ფონდის განსაზღვრული უბანი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი საანგარიშო ტყეკაფით.“;
ბ) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს მე-4 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად მასზე დამაგრებული რესურსის რაოდენობის ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოს განხორციელება.“;
გ) მე-9 მუხლს დაემატოს მე-6 და მე-7 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აუქციონში გამარჯვებული ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოების განხორციელების შემდეგ შესაბამის მასალებს შესათანხმებლად წარუდგენს სატყეო დეპარტამენტს. სატყეო დეპარტამენტი (ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს გამარჯვებულის მიერ ტყეკაფის გამოყოფის მიზნით შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის დადგენას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს სათანადო კორექტივები, რის შემდეგაც ახორციელებს ტყეკაფის გამოყოფას.
7. ხე-ტყის დამზადება აკრძალულია ტყეკაფის გამოყოფის გარეშე, თუ ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2007.
- როდის იქნა მიღებული „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.03.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 390.050.020.10.003.000.689.
- სად არის „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №48, 13.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.000.689 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9382/