საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1801
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017795
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1801

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს მთავრობის შემდეგ განკარგულებებში:

ა) „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 27 აგვისტოს №636 განკარგულების მე-2 პუნქტში სიტყვები - „სესხით სარგებლობის მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 7 წელი“ შეიცვალოს სიტყვებით -„სესხით სარგებლობის მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 10 წელი“;

ბ) „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის №18 განკარგულების მე-2 პუნქტში სიტყვები - „სესხით სარგებლობის მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 7 წელი“ შეიცვალოს სიტყვებით - „სესხით სარგებლობის მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 10 წელი“.

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს („სესხის გამომყოფი“), საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინიტროსა („სესხის გამცემი“) და შპს „მონიოს“ (ს/ნ 206114202, „სესხის მიმღები“) შორის 2009 წლის 17 სექტემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე განსაზღვრულ სესხის დაფარვის გრაფიკებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა (2009 წლის სესხის დაფარვის გრაფიკების ერთ გრაფიკად გაერთიანებით, დაფარვის ბოლო ვადად არა უგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრის მითითებით);

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინიტროსა („სესხის გამცემი“) და შპს „მონიოს“ (ს/ნ 206114202, „სესხის მიმღები“) შორის 2010 წლის 12 თებერვალს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე განსაზღვრულ სესხის დაფარვის გრაფიკებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა (2010 წლის სესხის დაფარვის გრაფიკების ერთ გრაფიკად გაერთიანებით, დაფარვის ბოლო ვადად არაუგვიანეს 2020 წლის 31 მარტის მითითებით).

პრემიერ -მინისტრი                                    ი . ღარიბაშვილი