გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „სესხის მიმღები“) და შპს „ენერგოტრანსს“ შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№439
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №439

2010 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „სესხის მიმღები“) და შპს „ენერგოტრანსს“შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ  

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „სესხის მიმღები“) და შპს „ენერგოტრანსს“შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე.

2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „სესხის მიმღები“) და შპს „ენერგოტრანსს“შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების (სულ 100 მილიონი ევრო, აქედან სესხის ოდენობა შეადგენს 75 მილიონ ევროს, ხოლო გრანტის ოდენობა – 25 მილიონ ევროს) დადების თაობაზე.

3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ „გრანტების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „სესხის მიმღები“) და შპს „ენერგოტრანსს“შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულებით განსაზღვრული გრანტის მიმღებ ორგანოდ. 

პრემიერ-მინისტრი                    ნ. გილაური