გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „სესხის მიმღები“) და შპს „ენერგოტრანსს“ შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №480
2010 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „სესხის მიმღები“) და შპს „ენერგოტრანსს“შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „სესხის მიმღები“) და შპს „ენერგოტრანსს“შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), საქართველოს (რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, „სესხის მიმღები“) და შპს „ენერგოტრანსს“შორის შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური