საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტოს წინადადების განხილვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№251
2005 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტოს წინადადების განხილვის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (ლაც ) შორის „რეგიონალური ელექტროქსელის რეაბილიტაცია I“პროექტის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების რატიფიცირების შესახებ.
2. „სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) დადებისა და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 მარტის № 135 ბრძანებულების შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ლაც შორის „რეგიონალური ელექტრო ქსელის რეაბილიტაცია I“პროექტის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი