ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №572
2005 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს საგრანტო და განხორციელების ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან“„ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების“ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსების მიზნით.
2. „გრანტების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი