საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №112
2006 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და განვითარების პარტნიორებს შორის სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ერთიანი დაფინანსების თაობაზე“ურთიერთგაგების მემორანდუმს; „შვედეთსა და საქართველოს მთავრობას შორის“სპეციალურ შეთანხმებას; „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდის განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრს შორის“შეთანხმებას; „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფოს საერთაშორისო დეპარტამენტს შორის სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით“ურთიერთგაგების მემორანდუმს.
2. „გრანტების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად,განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი