საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ფინანსთა სამინისტროს გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№271
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №271

2008 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ფინანსთა სამინისტროს გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს მთავრობას („მიმღები“), წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, შორის დაფინანსების ხელშეკრულება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW, მაინის ფრანკფურტი) დადოს ზემოაღნიშნული დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებული შეთანხმება პროექტისათვის „ტუბერკულოზის კონტროლის რეგიონალური პროგრამა, ფაზა II“.

2. „გრანტების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. განკარგულება ამოქმედდეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (ტუბერკულოზის კონტროლის რეგიონალური პროგრამა II) შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე