საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელმოწერილი ფინანსური ხელშეკრულების (მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტი) სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №403
2010 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელმოწერილი ფინანსური ხელშეკრულების (მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტი) სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელმოწერილი ფინანსური ხელშეკრულების (მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტი) სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელმოწერილი ფინანსური ხელშეკრულების (მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტი) საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური