ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №882
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის „საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის პროგრამის“დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ დაფინანსების ხელშეკრულებაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის გ . ბარამიძისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მისანიჭებლად აუცილებელი პროცედურების განხორციელება .
პრემიერ -მინისტრი ნ.გილაური