ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის „დაფინანსების ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№852
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 04/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №852

2008 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის „დაფინანსების ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 ნაწილი I პროგრამა „დაფინანსების ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ „დაფინანსების ხელშეკრულებაზე“ ფინანსთა მინისტრის ნ. გილაურისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მისანიჭებლად აუცილებელი პროცედურების დადგენილი წესით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                            გ. მგალობლიშვილი