ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის „დაფინანსების ხელშეკრულების” ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №853
2008 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის „დაფინანსების ხელშეკრულების” ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს 2007 სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის „დაფინანსების ხელშეკრულების” ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ „დაფინანსების ხელშეკრულებაზე” ფინანსთა მინისტრის ნ. გილაურისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მისანიჭებლად აუცილებელი პროცედურების დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი