საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1710
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1710

2010 წლის 21დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამი­ნის­ტ­როს წინადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსად­გუ­რე­ბის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელ­შეკრულების დადების შესახებ.

2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხ­მო­ბა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარ­დნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილი­ტაციის პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების (სესხის თანხა: 20მილიონი ევრო) დადების თაობაზე.

3. მოწონებულ იქნეს ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექ­ტრო­სად­გუ­რე­ბის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ევ­როპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოს ენერგეტიკის სამი­ნი­სტ­როსა და შპს„ენგურჰესს“შორის გასაფორმებელი საპროექ­ტო ხელშეკრულების პროექტი.

პრემიერ-მინისტრი                                ნ . გილაური