გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, „მიმღები“) შორის პროექტის „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის თანმდევი ღონისძიებები“ დაფინანსების მიზნით 2008 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულების „დამატებითი დაფინანსების ხელშეკრულების“ დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1771
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, „მიმღები“) შორის პროექტის„ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციისII ფაზის თანმდევი ღონისძიებები“დაფინანსების მიზნით2008წლის19დეკემბერს გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულების„დამატებითი დაფინანსების ხელშეკრულების“ დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (K FW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილ ი ფინანსთა სამინისტროთი, „მიმღები“) შორის პროექტის„ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციისII ფაზის თანმდევი ღონისძიებები“დაფინანსების მიზნით2008წლის19დეკემბერს გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულების„დამატებითი დაფინანსების ხელშეკრულების“ დადების თაობაზე.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა, რათა„გრანტების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, „მიმღები“) შორის პროექტის„ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციისII ფაზის თანმდევი ღონისძიებები“დაფინანსების მიზნით2008წლის19დეკემბერს გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულების„დამატებითი დაფინანსების ხელშეკრულებით“ გამოყოფილი გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური