ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „ქობულეთის წყალარინების პროექტის“ დაფინანსების მიზნით 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული საგრანტო ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1271
2010 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „ქობულეთის წყალარინების პროექტის“დაფინანსების მიზნით 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული საგრანტო ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაზღვრის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „ქობულეთის წყალარინების პროექტის“დაფინანსების მიზნით 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე.
2. „გრანტების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „ქობულეთის წყალარინების პროექტის“დაფინანსების მიზნით 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან (MDF) და ქობულეთის მუნიციპალიტეტთან ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „ქობულეთის წყალარინების პროექტის“დაფინანსების მიზნით 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროექტის განსახორციელებლად და ქართული მხარის მიერ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის, მათ შორის, გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის უზრუნველსაყოფად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური