ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას შორის (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) „ქობულეთის წყალარინების პროექტის“ დაფინანსების მიზნით 1,814,000.00 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1055
2010 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას შორის (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) „ქობულეთის წყალარინების პროექტის“დაფინანსების მიზნით 1,814,000.00 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას შორის (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) „ქობულეთის წყალარინების პროექტის“დაფინანსების მიზნით 1,814,000.00 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასა (წარმოდგენილი ORET-ის სახით) და საქართველოს მთავრობას შორის (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) „ქობულეთის წყალარინების პროექტის“დაფინანსების მიზნით 1,814,000.00 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულება.
3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ:
ა) ORET-ის მიერ მისი რეგულაციებით შერჩეულ იქნა კონტრაქტორი Orange Water Solution (OWS), რომელიც შეასრულებს პროექტით განსაზღვრულ ნაწილს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტის ამ ნაწილის განსახორციელებლად OWS-ს, შპს „ქობულეთის წყალკანალს“(რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ჩაენაცვლა შპს „ქობულეთის წყალი“) და პროექტის განმახორციელებელ სააგენტოს – სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები;
ბ) შპს „ქობულეთის წყალი“იქნება პროექტის საბოლოო მიმღები, მათ შორის, OWS-ის მიერ შეძენილი საქონლისა (საიმპორტოს ჩათვლით) და OWS-ის მიერ განხორციელებული სამუშაოსა და მომსახურების;
გ) საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა მიმდინარეობის ზედამხედველობას განახორციელებს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური