„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№189
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016862
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №18 9

2012 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დად­გე­ნილებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, 280120000.10.003.016663) შე­ტა­ნილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სო­ც­ია­ლ­უ­რი რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პრო­­გ­რამის“ დანართი 1.13.4 („კოხლეარული იმპლანტით უზრუნველ­ყო­ფ­ის კომ­პონენტი“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

 

„დანართი 1.13.4

კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი

    მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური და­მო­უკიდ­ე­ბ­ლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებასთან ინტეგრა­ც­ი­ის პრო­ცესის ხელშეწყობა.

    მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

1. კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:

ა) 52 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;

ბ) კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციას აუდიოლოგიური კონ­ტ­რ­ოლით;

გ) რეაბილიტაციას.

2. რეაბილიტაცია გულისხმობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპე­ციალისტების მიერ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:

ა)  ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად, კოხლეარული იმპლანტის მო­რგება-რეგულირებას;

ბ) ლოგოპედის (მეტყველების თერაპევტის) მომსახურებას ბენე­ფი­ც­იარისათვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის ხელმისაწვდომ ად­გილზე.

    მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:

ა) აბსოლუტური სიყრუის მქონე და ყრუ-მუნჯი 6 წლამდე ასაკის ბავ­შვები;

ბ) 6 წლისა და მეტი ასაკის პირები, თუ სამედიცინო დასკვნის თა­ნახ­მად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია;

გ) ის პირები, რომლებსაც წინა წლების შესაბამისი სახელმწიფო პრო­გ­რამებით განსაზღვრული „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველ­ყო­ფის კომპონენტის“ ფარგლებში მიღებული აქვთ კოხლეარული იმპ­ლ­ა­ნ­ტი და საჭიროებენ ამ კომპონენტის მე-2 მუხლით განსაზღვრულ მომსა­ხ­უ­რებებს – კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციას და/ან რეაბილ­იტა­ც­ი­ას.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის და/ან მომსახუ­რ­ებ­ის მიღების მოთხოვნით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვ­რუ­ლი პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს სა­ა­გენტოს. ამასთან, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტ­უ­რე­ბ­ე­ლი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ას­ლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;

ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი სა­ბ­უ­თი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია;

გ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, 18 წლა­მდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირა­დ­ო­ბ­ის მოწმობის არქონისას);

დ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადას­ტუ­რე­ბ­ე­ლი საბუთის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სა­მედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებული იქ­ნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული კოხლეარული იმპლანტის სა­­ჭიროება (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გან­სა­ზღვ­რული სამიზნე ჯგუფის შემთხვევაში).

    მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 052.0 ათასი ლარით.

2. შესაბამის საქონელს და მომსახურებას შეისყიდის სააგენტო „სა­ხელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გა­თ­ვალისწინებით.

3. შესყიდული საქონლის და მომსახურების ღირებულება ამავე და­ნართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორ­ც­ი­ელების ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 37 500 ლარს, ამასთან:

ა) ერთი კოხლეარული იმპლანტის ღირებულება არ უნდა აღ­ემ­ა­ტ­ე­­ბ­ო­დეს 28 500 ლარს;

ბ)  ერთი ბენეფიციარისათვის კოხლეარული იმპლანტაციის ოპერ­ა­ცი­ის (აუდიოლოგიური კონტროლით) ღირებულება არ უნდა აღემა­ტე­ბ­ო­დეს 4 000 ლარს;

გ) ერთი ბენეფიციარისათვის ოპერაციის შემდგომ, პერიოდულად კოხ­ლეარული იმპლანტის მორგება-რეგულირების ღირებულება რეა­ბი­ლ­­ი­ტაციის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს;

დ) ერთი ბენეფიციარისათვის ლოგოპედის (მეტყველების თე­რა­პევ­ტის) მომსახურების ღირებულება რეაბილიტაციის პერიოდში არ უნ­და აღემატებოდეს 2 000 ლარს.

4. ბენეფიციარებს ამ კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის და/ან მომსახურების ღირებულება დაუფინანსდებათ სრულად, გარდა „სა­ხელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის და­ზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვა­უ­ჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და „ჯანმრთელობის დაზღვე­ვ­ის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავ­შვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ას­ა­კ­ის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) ჯანმრთელობის დაზღ­ვე­ვ­ის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პი­რობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მა­ისის №165 დადგენილებით განსაზღვრული ბენეფიციარებისა, რო­მელ­თ­აც კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციის (აუდიოლოგიური კონტ­რ­ო­ლით) ხარჯები დაუფინანსდებათ იმ ოდენობით, რაც არ არის გათ­ვა­ლის­წინებული ამავე დადგენილებებით.

    მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის და მომსახურების მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის და მომსახურების მი­მ­წოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკ­რ­უ­ლება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის და მომსახურების სა­ხელმწიფო შესყიდვის შესახებ.

    მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი

კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური