„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №430 |
|
2018 წლის 20 აგვისტო ქ. თბილისი |
1. დადგენილების მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დადგენილების №22 დანართის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის, ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირ(ებ)ისათვის (დისტრიბუტორ(ებ)ისათვის) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №22 დანართი (ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №22
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
(პროგრამული კოდი 35 03 03 11)
პროგრამის მიზანია ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
1. პროგრამის მოსარგებლეა:
ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მასზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
ბ) საპენსიო ასაკის მოსახლეობა (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ სარგებელს იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას;
ბ) ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას;
გ) დიაბეტის (ტიპი 2) სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას;
დ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას;
ე) ლოგისტიკის კომპონენტს – ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა პროგრამის მოსარგებლეებზე.
2. მედიკამენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით.
1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია მომსახურების ღირებულების გადახდა მედიკამენტ(ებ)ის თითოეული გატანისას, გატანილი მედიკამენტ(ებ)ის ღირებულების 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 0,05 (5 თეთრი) ლარისა და არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია თანაგადახდა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 50%-ს. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მედიკამენტის საბაზრო ღირებულებად მიიჩნევა 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებული საცალო ფასი. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული საცალო ფასი და ფასის განსაზღვრის მეთოდოლოგია, თანაგადახდის ოდენობა და გაანგარიშების მეთოდოლოგია, მედიკამენტის დასახელება და სხვა (მ.შ., საგამონაკლისო) პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. დაუშვებელია მოსარგებლისთვის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გადასახდელის გარდა სხვა რაიმე გადასახდელის გადახდევინება.
4. ამ პროგრამის ფარგლებში შესყიდულ მედიკამენტებში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული თანხა დისტრიბუტორ(ებ)ის მხრიდან ირიცხება პროგრამის განმახორციელებლის ანგარიშზე, განმახორციელებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. დისტრიბუტორი მოსარგებლის მხრიდან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდისას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თავისუფლდება საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ბენეფიციართათვის ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.
ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამავე პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო.
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10,000.0 ათასი ლარით.
1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უნდა იყოს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების მქონე, დაშვებული შეფუთვა-მარკირებით;
ბ) რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით (შემდგომში – №188 დადგენილება) განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე, რაც უნდა დადასტურდეს:
ბ.ა) №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტით;
ბ.ბ) ან წარდგენილი უნდა იყოს ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებული ფორმით, გაცემული ბოლო ერთი წლის განმავლობაში, №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, №188 დადგენილებაში მითითებული რომელიმე ქვეყნის ან საქართველოს ბაზრისთვის;
გ) იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, წარდგენილ უნდა იქნეს WHO-ის პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ ფარმაცევტული პროდუქტის თითოეულ ჯერზე მოსაწოდებელი ფარმაცევტული პროდუქტის კონკრეტულ სერიაზე გაცემული ხარისხის სერტიფიკატი/ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა ადასტურებდეს, რომ შეთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი აკმაყოფილებს მწარმოებლის სპეციფიკაციით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.
2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
ა) მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის შეუფერხებელი მიწოდება ქ. თბილისსა და რეგიონებში;
ბ) ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, განმახორციელებლის სახელზე შემოსული ტვირთ(ებ)ის განბაჟებისათვის საჭირო ყველა პროცედურის უზრუნველყოფა;
დ) განმახორციელებლის მიერ შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა/განაწილება ბენეფიციარებზე განახორციელოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის (მონაცემების) და თვითონ ბენეფიციარის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ისა და ექიმის რეცეპტის წარდგენის საფუძველზე;
ე) განმახორციელებლის მიერ დადგენილი სხვა პირობების შესრულება.
3. დაუშვებელია ბენეფიციარზე ერთ ჯერზე 3 თვის სამყოფ ოდენობაზე მეტი ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა.
4. ბენეფიციარზე მედიკამენტის გაცემა ხორციელდება ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოზების შესაბამისად.
5. დაავადებათა ჩამონათვალი (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD10) მიხედვით) განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.
|