„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №341 |
|
2019 წლის 18 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად მიეკუთვნება პროგრამით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ კატეგორიებისთვის მიკუთვნება მოხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია მომსახურების ღირებულების გადახდა მედიკამენტ(ებ)ის თითოეული გატანისას გატანილი მედიკამენტ(ებ)ის ღირებულების 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 0,05 ლარისა (5 თეთრი) და არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა.
2. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია თანაგადახდა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 25%-ს. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის მედიკამენტის საბაზრო ღირებულებად მიიჩნევა 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებული საცალო ფასი. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების საცალო ფასი და ფასის განსაზღვრის მეთოდოლოგია, თანაგადახდის ოდენობა და გაანგარიშების მეთოდოლოგია, მედიკამენტის დასახელება და სხვა (მ.შ., საგამონაკლისო) პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ პროგრამის ფარგლებში შესყიდულ მედიკამენტებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა დისტრიბუტორ(ებ)ის მხრიდან ირიცხება პროგრამის განმახორციელებლის ანგარიშზე.“.
|