„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №344 |
|
2025 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი |
„7. კონკრეტულ სესხთან დაკავშირებით საკრედიტო გარანტიის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარს იმავე სესხზე შეუძლია, ისარგებლოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „თავი I5. უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილით“ (შემდგომში − უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი), რომლის შემთხვევაში, მოქმედებს ქვემოთ მოცემული პირობები:
ა) ამ პროგრამის დანართ №1-ის ნაცვლად მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი განისაზღვრება უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის დანართ №1-ით;
ბ) უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილით სარგებლობის შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტისგან განსხვავებით, საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს მოცულობის დადგენისას სააგენტო, სესხის გარანტირებული ნაწილის მოცულობის გათვალისწინებით, იყენებს დიფერენცირებულ მიდგომას სესხის ძირი თანხის 60%-ის ჩათვლით მოცულობასა და სესხის ძირი თანხის 60%-ის ზემოთ ოდენობაზე;
გ) ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების ნაცვლად მოქმედებს უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 1229 მუხლის პირველი პუნქტი;
დ) ამ პროგრამის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირობების ნაცვლად მოქმედებს უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 1230 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები;
ე) ამ პროგრამის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ნაცვლად მოქმედებს უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 1230 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი მოთხოვნები;
ვ) უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილით სარგებლობა დაუშვებელია ამ პროგრამის ფარგლებს გარეთ უკვე არსებული სესხის რეფინანსირებით/რესტრუქტურიზებით;
ზ) თუ ბენეფიციარი სარგებლობს ამ პროგრამითა და უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილით, მის მიმართ ორივე პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, სესხების მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 10 მლნ ლარს.“.
|