„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №98 |
|
2023 წლის 10 მარტი ქ. თბილისი |
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში სკოპინგის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისათვის სრულად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის დაჩქარებული წესით გაცემის/განხილვის მომსახურების ვადები/საფასური და საფასურის დაბრუნების პირობები (დანართი 17).“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ – „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება თანხის ჩარიცხვის (ან გადახდის ქვითრის წარდგენის) დღიდან და მთავრდება შესაბამისი მომსახურებისათვის დადგენილი ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. იმავე სამუშაო დღეს გასაწევი მომსახურებისთვის აუცილებელია, ანგარიშსწორება განხორციელდეს დღის 17:00 საათამდე. დადგენილების პირველი მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება ამავე დანართით გათვალისწინებული შესაბამისი ვადის ბოლო დღეს.“.
3. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №17.
|
2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისათვის სრულად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემა – 1000 ლარი.
3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის დაჩქარებული წესით 10 სამუშაო დღის ვადაში განხილვა – 300 ლარი.
4. წინამდებარე დანართის პირველი – მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასური გადახდილი უნდა იქნეს განცხადების რეგისტრაციამდე.
5. განმცხადებელს ამ დანართის პირველი – მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასური უკან უბრუნდება, თუ:
ა) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით (ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის განაკვეთს შორის);
ბ) დაჩქარებული წესით მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
6. გადახდილი დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას.“.