„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№481
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.023692
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №481

2022 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2019, 330090000.10.003.021277) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“:

1.  მე-17 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სივრცის დაგეგმარების გეგმის/ქალაქთმშენებლობითი გეგმის (გარდა განაშენიანების დეტალური გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობით გეგმებში არაარსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევისა) კონცეფციის/პროექტის განხილვის ეტაპზე საჯარო განხილვის ჩატარება სავალდებულოა. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ინიციატორის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვამდე არანაკლებ 30 სამუშაო დღით ადრე. აღნიშნული ინფორმაცია მინიმუმ უნდა მოიცავდეს: 

ა) უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; 

ბ) ინფორმაციას გეგმარებითი ერთეულის საზღვრების შესახებ; 

გ) გეგმის კონცეფციის/პროექტის რეზიუმეს; 

დ) საჯარო განხილვის ჩატარების დროსა და მისამართს; 

ე) დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებების შესახებ ინფორმაციას; 

ვ) საჯარო განხილვაზე დასწრებისა და მოსაზრებების/შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციას.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სივრცის დაგეგმარების გეგმების/ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/ პროექტის განხილვის პროცესში ორგანიზებულ საჯარო განხილვებში, რომელიც იმართება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 40 სამუშაო დღისა.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საჯარო განხილვის დასრულებიდან არანაკლებ 15 სამუშაო დღის განმავლობაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ინიციატორს წერილობით წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები სივრცის დაგეგმარების გეგმის/ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციასთან/ პროექტთან დაკავშირებით. განაშენიანების დეტალური გეგმის, აგრეთვე ქალაქთმშენებლობით გეგმებში არაარსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში ასეთი შენიშვნები და მოსაზრებები წარდგენილ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.

2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის/ ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტი (გარდა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტისა, ასევე გარდა იმ დასახლებების განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტისა, სადაც მოქმედებს იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა) შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტებისა) შესაბამისი დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი