„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№187
სარეგისტრაციო კოდი
240080010.10.003.024020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2023 წლის 22 მაისი

 ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2018, 240080010.10.003.020742) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის“:

1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შერჩევის პროცესის შესახებ:

გ.ა) შერჩევის პროცესის გამოცხადების სახე (საჯარო/დახურული);

გ.ბ) განაცხადების მიღების დროის პერიოდი;

გ.გ) დოკუმენტაციის წარსადგენად გამოსაყენებელი მისამართი;

გ.დ) ენა/ენები, რომელზეც დოკუმენტაციები უნდა იქნეს წარდგენილი;

გ.ე) მიღებული განაცხადების გახსნის დრო და ადგილი;“.

2.  21-ე მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინადადების წარდგენის ეტაპზე დასაშვებია უფლებამოსილი ორგანოს ან/და შესარჩევი კომისიის მიერ, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზება შერჩევის პროცესის მონაწილეებთან, რაც მითითებული უნდა იყოს წინადადების წარსადგენად მიწვევის დოკუმენტაციაში.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინადადებათა წარსადგენად მიწვევის შესახებ დოკუმენტაციაში ცვლილების (განმარტების ან/და დამატების) განხორციელების შემთხვევაში, შერჩევის პროცესის ვადები უნდა გახანგრძლივდეს წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის გაგზავნიდან შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა ან მიზნად ისახავს ტექნიკური ხარვეზის გასწორებას ან დაზუსტებებს.“.

3. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გაიხმობს ან შეცვლის (გააუარესებს) წინადადებას წინადადებათა წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ;“;

 ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) უარს იტყვის ამ წესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საუკეთესო და საბოლოო წინადადების წარდგენაზე (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) ან საუკეთესო და საბოლოო წინადადებით გააუარესებს მის მიერ წარდგენილ ძირითად/საწყის წინადადებას.“.

4. 23-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის შესაბამისად, შეფასების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო შესარჩევ კომისიას წარუდგენს ინფორმაციას წარდგენილი წინადადებების შესახებ. შესარჩევი კომისია დადგენილი წესით აფასებს წარდგენილ წინადადებებს და ამტკიცებს შესაბამის შეფასების ანგარიშს ამ მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ კომპონენტთან მიმართებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი გადაწყვეტილების დასაბუთებას.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებების გასამართად მიწვევამდე შერჩევის პროცესის მონაწილეებს, მოკლე სიით განსაზღვრულ კანდიდატებს ან შერჩევის პროცესის გამარჯვებულს შეიძლება, წარედგინოთ მოთხოვნა და განესაზღვროთ ვადა საუკეთესო და საბოლოო წინადადებ(ებ)ის წარდგენის შესახებ, რომელთა შეფასებას უზრუნველყოფს შესარჩევი კომისია. საუკეთესო და საბოლოო წინადადება არ უნდა აუარესებდეს შერჩევის პროცესის შესაბამისი მონაწილის მიერ წარდგენილ ძირითად/საწყის წინადადებას. წინადადების გაუარესების შეფასების კონკრეტული კრიტერიუმები განისაზღვრება წინადადებათა წარსადგენად მიწვევის დოკუმენტაციით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2023.
როდის იქნა მიღებული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №187. სარეგისტრაციო კოდი — 240080010.10.003.024020.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №187, 22.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 240080010.10.003.024020 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5807509/