„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №176 |
|
2020 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის დამტკიცებული „მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ (პროგრამული კოდი – 27 03 03) პროგრამის ფარგლებში „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №169 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის №512 განკარგულებით დამატებული პროგრამული კოდი 27 03 03 11 გამოყენებულ იქნეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“ ქვეპროგრამისათვის და დაემატოს: „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვისთვის საჭირო საშუალებების შესყიდვა“ პროგრამული კოდი – 27 03 03 11 01 და „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვისთვის გასატარებელი ღონისძიებები“ პროგრამული კოდი 27 03 03 11 02.‘‘.
2. დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამებს დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №20 (ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა).
|
ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა
(პროგრამული კოდი 27 03 03 11)
დანართი №20.1
ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვისთვის საჭირო საშუალებების შესყიდვა (პროგრამული კოდი 27 03 03 11 01)
პროგრამის მიზანია ახალი კორონავირუსული (COVID 19) ინფექციის პრევენციისა და მართვის ხელშეწყობა.
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვისთვის საჭირო საშუალებების/მომსახურების შესყიდვას „ახალი კორონავირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 იანვრის №01-18/ო ბრძანებით შექმნილი საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
1. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა განხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მოცემული პროგრამის ფარგლებში შესყიდული შესაბამისი საქონლის შესაბამისი პირებისათვის გადაცემას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის (უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე) ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 28,000.0 ათასი ლარით.
დანართი №20.2
ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვისთვის გასატარებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 27 03 03 11 02)
პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსული (COVID 19) ინფექციისგან, როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით.
1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირი (მოქალაქეობის სტატუსის მიუხედავად), რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 21 თებერვლის №01-62/ო ბრძანების შესაბამისად ექვემდებარება კარანტინს (იზოლაციას გამოყოფილ სივრცეში).
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 21 თებერვლის №01-62/ო ბრძანების შესაბამისად განსაზღვრულია, როგორც შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა და ექვემდებარება სამედიცინო მეთვალყურეობას.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულია ან/და საეჭვოა ახალ კორონავირუს COVID 19-ით ინფიცირებაზე.
4. მოსარგებლე პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) კარანტინის ღონისძიებების უზრუნველყოფას:
ა.ა) საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურებას;
ა.ბ) საკარანტინე სივრცეების სამედიცინო პერსონალით და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
ა.გ) კარანტინის კოორდინატორის მომსახურებას;
ბ) შესაძლო შემთხვევების სამედიცინო მეთვალყურეობას;
გ) ახალი კორონავირუსის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებების მზადყოფნის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფას;
დ) ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვას, მათ შორის:
დ.ა) შესაძლო შემთხვევის ამბულატორიულ დიაგნოსტიკას (გარდა COVID 19-ის დასადგენი ტესტირებისა, რომელსაც ახორციელებს ცენტრი);
დ.ბ) COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევის სტაციონარულ მკურნალობას;
დ.გ) COVID 19-ის დაუდასტურებელი შემთხვევის მართვას, რომელსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა.
დანართის მე-3 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიური 150 ლარისა (გარდა შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრისა“, რომლის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);
ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით;
გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება თვიური ლიმიტის 786 400 ლარის ფარგლებში;
დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართ №1.7-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“, ასევე „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.
დანართის მე-3 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სააგენტო;
გ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.7-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო.
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,000.0 ათასი ლარით.
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის კოორდინაციას უზრუნველყოფს ააიპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
3. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.‘‘.