„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №670 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №102 |
|
2020 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი |
1. დანართ №1-ის:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:
„პ) მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა.“;
ბ) დანართ 1.9-ის (მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, რომელიც ამ დანართით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად და პროგრამის (მათ შორის, მონაცემთა ბაზების) ადმინისტრირების მიზნებისთვის განახორციელებს შტატგარეშე მოსამსახურეების აყვანას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სამინისტროსთან შეთანხმებული რაოდენობითა და შრომის ანაზღაურების განაკვეთით.“;
გ) დანართ 1.10-ის (მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებში წელიწადში არანაკლებ ერთდროულად 3 დღისა და ჯამურად არანაკლებ 12 დღის განმავლობაში 10 ბავშვზე არანაკლებ 2 მომვლელის თანხლებით ჯგუფური დასვენების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:“.
2. დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 1.15:
„დანართი 1.15
მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა
მუხლი 1. ქვეპროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისა და ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშემწყობი ღონისძიებაა, რომლის მიზანია 24-საათიანი ზრუნვის სხვადასხვა ლიცენზირებული მომსახურებიდან არასრულწლოვნების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება და ოჯახის გაძლიერება.
ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის ხელშეწყობა;
ბ) ბიოლოგიური ოჯახის მხარდაჭერა, შესაძლო მეურვის/მზრუნველის მიერ ბავშვის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და ძალადობისაგან დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 24-საათიანი ლიცენზირებული ზრუნვის სხვადასხვა მომსახურებაში განთავსებული ბავშვი, რომელთანაც რეინტეგრაციის მიზნით დაწყებულია მუშაობა.
2. რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და გაცემის საკითხები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით.
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 496 100 ლარით.
2. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა და პრინციპები განისაზღვრება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად.
ქვეპროგრამას განახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო.“.
|