„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №499 |
|
2023 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილებას მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რძის პირველადი წარმოების დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 31 05 15 01 02) ფარგლებში.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“:
ა) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი
1. პროგრამის ვეტერინარიისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულების თანადაფინანსება განხორციელდება საქართველოს მასშტაბით, ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის და მზის ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიმართულებით იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ხოლო პროგრამის დანარჩენი მიმართულებების − ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
2. პროგრამის რძის პირველადი წარმოების მიმართულების დაფინანსება განხორციელდეს გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამ დადგენილებით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.“;
ბ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
|