„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2019 ბოლო ცვლილება 04.07.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№390
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.021411
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №390

2019 წლის 16 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 340170000.10.003.019215) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1.  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტოსთვის 2019 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდებიდან: 31 06 04 02 და 31 06 05).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა;“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მანქანა-დანადგარების თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა;“;

ა.გ) მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უვნებელი, ხარისხიანი რძისა და რძის ნაწარმის წარმოების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

დ) დაბალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსება.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

3. პროგრამის განხორციელებაში  მონაწილეობენ:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო), რომელიც უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.“;

გ) მე-3 მუხლის:

გ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს;

გ) ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელსაც სააგენტოსთან გაფორმებული აქვს თანადაფინანსების ხელშეკრულება;“;

გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მანქანა-დანადგარები – ამ პროგრამის ფარგლებში შესასყიდი ნედლი რძის შეკრების, გაცივების, ყველის ხარშვის წარმოებისა და პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობები, ლაბორატორიული აღჭურვილობა/ხელსაწყოები და დანადგარები;“;

დ) მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოს თანადაფინანსება;“;

ე) მე-5 − მე- 7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სააგენტოს თანადაფინანსება

სააგენტოს თანადაფინანსების ფარგლებში:

ა) მაღალმთიან დასახლებაში პროგრამის განმახორციელებელ კოოპერატივებს  შეუძლიათ, მიიღონ  მანქანა-დანადგარების  შესასყიდად 95%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს 150,000 ლარისა, იმ შემთხვევაში, თუ  ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად აღემატება 50 სულს;

ბ) პროგრამის განმახორციელებელ კოოპერატივებს შეუძლიათ, მიიღონ მანქანა-დანადგარების შესასყიდად 90%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს 150,000 ლარისა, იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მათ მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების/ცხვრების (ნერბი)/თხების (ნეზვი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს, შესაბამისად, არანაკლებ 150/1000/200 სულს.

მუხლი 6. ტექნიკური დახმარება

1. ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში მიიღებს ტექნიკურ დახმარებას.

2. ბენეფიციარი ტრენინგის სახით მიიღებს ტექნიკურ დახმარებას შემდეგი მიმართულებებით:

ა) ნედლი რძის შემკრები პუნქტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური და მეთოდოლოგიური საკითხები;

ბ) ნედლი რძის მიღებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნების დანერგვა;

გ) ადგილზე ნედლი რძის ლაბორატორიული გამოკვლევისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიის დანერგვა;

დ) ხელოვნური განაყოფიერებისა და აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება;

ე) საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და მარკეტინგული მხარდაჭერა.

მუხლი 7. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები

1. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

ა) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს საკუთრებაში ჯამურად ჰყავთ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხების (ნეზვი) რაოდენობები, რომელიც იდენტიფიცირებულია სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ;

გ) გააჩნიათ თანამონაწილეობის თანხა (არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი − ცნობა ბანკიდან ან/და დამტკიცებული სესხის შესახებ ცნობა ან/და დაფინანსების ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება;

ე) საკუთრებაში გააჩნიათ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა, სადაც სურს ნედლი რძის შემკრებ-გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა, რომელიც სსიპ –  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად  აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ვ) რეგისტრირებულია „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის  პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ  რეესტრში.

2. ბენეფიციარი ვალდებულია, საკუთარ ან/და თავისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მათი მეპაიეების საკუთრებაში არსებული ფურების, ცხვრების (ნერბი) ან თხების (ნეზვი) რაოდენობა დაადასტუროს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით. 

3. ბენეფიციარი ვალდებულია, რძის შემკრებ-გადამამუშავებელი საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის, მანქანა-დანადგარებისა და დაგეგმილი საწარმოებელი პროდუქციის ურთიერთშესაბამისობა დაადასტუროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის 2 (ორი) ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია, მის საკუთრებაში არსებული ერთი და იგივე საქონელი ფიქსირდებოდეს რამდენიმე პოტენციური ბენეფიციარის განაცხადში.“;

ვ) მე-8 და მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ბენეფიციარის ვალდებულებები

1. ბენეფიციარი ვალდებულია, განახორციელოს შენობა-ნაგებობის აშენება/მოწყობა/რეკონსტრუქცია, რომელშიც განთავსდება სააგენტოს დაფინანსებით შესყიდული მანქანა-დანადგარები.

2. ბენეფიციარი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში:

ა) არ დაუშვას საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება, სააგენტოს წინასწარი ნებართვის გარეშე. სააგენტოს წინასწარი ნებართვის არსებობის შემთხვევაში, საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისების შემთხვევაში;

ბ) არ დაუშვას პროგრამით დადგენილი პირუტყვისა და მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;

გ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

დ) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (ფურების) შემთხვევაში,  უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 140 ტონა ნედლი (45 ტონა მაღალმთიან დასახლებაში) რძის მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული შეუძლებელია ფორსმაჟორული გარემოების გამო;

ე) მიიღოს აღიარება სსიპ –  სურსათის ეროვნული სააგენტოსგან.

3. სააგენტო დატვირთავს პროგრამის ფარგლებში შექმნილ/შეძენილ ძირითად საშუალებებს (მათ შორის, შენობა-ნაგებობებს) იპოთეკით/გირავნობით სააგენტოს სასარგებლოდ, ბენეფიციარის ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა. ამავდროულად, დასაშვებია, სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.“;

თ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

მუხლი 101. თანადაფინანსების გაცემის პროცედურა

განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.“;

ი) მე-11 და მე-12 მუხლები ამოღებულ იქნეს;

კ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. მონიტორინგი

1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 

2. ბენეფიციარმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების  დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს სსიპ − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი (საგადახდო დავალება ან/და სალაროს ჩეკი).“;

ლ) დანართები: №1 − №6 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს, ამ დადგენილების ამოქმედებამდე, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ღონისძიებების/ვალდებულებების შესრულება 2018 წელს პროგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან მიმართებით.

 

მუხლი 3
ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობები შესაძლებელია, გავრცელდეს პროგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე, მათი მიმართვისა და სააგენტოს მხრიდან თანხმობის შემთხვევაში.

 

მუხლი 4
სააგენტოს საკუთრებაში გადაეცეს თანდართული დანართით გათვალისწინებული ქონება.

 

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



დანართი

 


რძის გადამამუშვებელი აღჭურვილობა

დასახელება

რაოდენობა

ერთეულის  ფასი

ღირებულება

შენიშვნა

1

გამაცივებელი რეზერვუარი (1000ლ)

1

14000

14000

 

2

გამაცივებელი რეზერვუარი

(500 ლ)

1

10000

10000

 

3

ყველის სახარში აბაზანა (500 ლ)

1

14500

14500

 

4

რძის ტუმბო

2

1850

3700

 

5

ძაბრი

1

2000

2000

 

6

ელექტროსასწორი

1

6500

6500

 

7

წნეხურიკა

1

9000

9000

 

8

წყლის რეზერვუარი 1500 ლ

1

400.125

400.125

 

9

სტაციონარული დიუარის ჭურჭელი 20 კგ აზოტის შესანახად

1

1468

1468

 

10

მობილური დიუარის ჭურჭელი 11 კგ

1

1860

1860

 

11

ახურების განმსაზღვრელი დანადგარი დეტექტორი

1

1428

1428

 

12

ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსის წინსაფარი

1

1840

1840

 

13

სპეცტანსაცმელი

1

1370

1370

 

14

ნიტროგენის დონის მზომი სახაზავი თხევადი აზოტის დონის საზომი ხელსაწყო

1

64

64

 

15

ცოცხალი მასის განმსაზღვრელი ლენტა

1

18.7

18.7

 

16

ხელოვნური განაყოფიერების ხელსაწყოები, იარაღების ნაკრები

1

337

337

 

17

რძის ანალიზატორი

1

2000

2000