„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№403
სარეგისტრაციო კოდი
130000000.10.003.024798
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №403 

2024 წლის 6 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018773) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეთა ხელფასები (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები):

ა) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები − №1 – №33 დანართების შესაბამისად;

ბ) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები − დანართ №34-ის შესაბამისად.“.

2. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაუწესდეთ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე (თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებზე) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე − 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე − 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე −15%;

დ) 10 წელი და მეტი − 20%.

2. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც იკავებს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობას და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას ნამსახურობაში ჩაეთვლება როგორც სამსახურის სისტემაში, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოებში, რომლებშიც დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებები, წოდების გარეშე შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე (მათ შორის, გამოსაცდელი ვადით) მუშაობის პერიოდი.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოს შეიძლება ჰყავდეს დაცვის თანამშრომლის დამხმარე მოსამსახურეები, რომელთა ყოველთვიური ხელფასი (ფულადი სარგო) განისაზღვრება 32 (ოცდათორმეტი) ლარის ოდენობით.“.

4. დანართი №34 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



 

 


„დანართი №34

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა

წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები

 

წოდება

განაკვეთი (ლარი)

1

გენერალ-პოლკოვნიკი

550

2

გენერალ-ლეიტენანტი

530

3

გენერალ-მაიორი

430

4

პოლკოვნიკი

320

5

ვიცე-პოლკოვნიკი

245

6

მაიორი

165

7

კაპიტანი

100

8

უფროსი ლეიტენანტი

80

9

ლეიტენანტი

70

10

უმცროსი ლეიტენანტი

55

11

ზემდეგი

28

12

უფროსი სერჟანტი

23

13

სერჟანტი

17

14

უმცროსი სერჟანტი

14

15

რიგითი 

    11.“.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.12.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №403. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.10.003.024798.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №403, 06.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.024798 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6325508/