საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.07.2015 ბოლო ცვლილება 11.03.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№387
სარეგისტრაციო კოდი
130000000.10.003.018773
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (27)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №387

2015 წლის 30 ივლისი

   ქ.თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტისა და 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“  ქვეპუნქტის  საფუძველზე,  დამტკიცდეს საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი თანდართული სახით. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2015 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი
მუხლი 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები):

ა) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართების შესაბამისად  (დანართი №1 − 19);

ბ) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №20).

მუხლი 2

1. დაუწესდეთ  სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე (თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებზე) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე  − 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე − 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე −15%;

დ) 10 წელი და მეტი − 20%.

2. მოხელეს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში სამსახურის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამსახურის სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი.

3. სამსახურის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურევი პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.

 

მუხლი 3

1. მოსამსახურე ვალდებულია, ცნობა ან ამონაწერი წელთა ნამსახურობის შესახებ წარადგინოს საფინანსო სამსახურში.

2. სამსახურის საფინანსო სამსახურმა ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვა განახორციელოს შესაბამისი ცნობის (ამონაწერი) წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

მუხლი 4.  სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისათვის:

ა) ყოველთვიური ხელფასი (ფულადი სარგო) განისაზღვროს 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით;

ბ) ყოველთვიურად დაწესდეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი 9 (ცხრა) ლარის ოდენობით.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის

წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1🔗

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტისა და 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“  ქვეპუნქტის  საფუძველზე,  დამტკიცდეს საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი თანდართული სახით. 
მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს  2015 წლის 1 აგვისტოდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი მუხლი 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები): ა) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართების შესაბამისად  (დანართი №1 − 19); ბ) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №20).
მუხლი 2
1. დაუწესდეთ  სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე (თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებზე) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე  − 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე − 10%; გ) 5-დან 10 წლამდე −15%; დ) 10 წელი და მეტი − 20%. 2. მოხელეს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში სამსახურის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამსახურის სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი. 3. სამსახურის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურევი პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.
მუხლი 3
1. მოსამსახურე ვალდებულია, ცნობა ან ამონაწერი წელთა ნამსახურობის შესახებ წარადგინოს საფინანსო სამსახურში. 2. სამსახურის საფინანსო სამსახურმა ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვა განახორციელოს შესაბამისი ცნობის (ამონაწერი) წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

მუხლი 4. სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისათვის:🔗

ა) ყოველთვიური ხელფასი (ფულადი სარგო) განისაზღვროს 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით; ბ) ყოველთვიურად დაწესდეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი 9 (ცხრა) ლარის ოდენობით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.03.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №387. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.10.003.018773.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 27 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.03.2026-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, №387, 30.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.018773 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2932516/