საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №586 |
|
2019 წლის 2 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის სახეებს, საფასურის ოდენობასა და მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესს. 2. დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური წინასწარ, შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. 3. მომსახურების მიმღები ვალდებულია, ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს სააგენტოში. 4. ამ წესით განსაზღვრული საფასური მოიცავს დღგ-ს. 5. ამ წესის მოქმედება (მათ შორის, მომსახურების საფასურის გავრცელება) სააგენტოში წარდგენილი განაცხადების მიმართ ვრცელდება განცხადების წარდგენის მომენტისათვის არსებული წესის შესაბამისად. მუხლი 2. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის, შშმ სტატუსის მქონე პირები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი“, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 100 000 ქულაზე. მუხლი 3. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება 1. მომსახურების მიღების მაძიებელს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება, თუ: ა) მომსახურების მიღების მაძიებელმა განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება; ბ) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის; გ) საფასური გადახდილია ამ წესის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ; დ) განაცხადით გათვალისწინებული მოთხოვნა უკვე შესრულებულია, არსებობს მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემი; ე) მომსახურება არ განხორციელდა განმცხადებლისგან/დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით; ვ) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეს. 2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილш უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 4. მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები სამედიცინო და საექიმო საქმიანობის (მათ შორის, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების) სფეროში:
მუხლი 5. მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა
მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში:
შენიშვნა: ცხრილის მე-2 პუნქტში მითითებული ერთზე მეტი მომსახურების გაწევის შემთხვევაში, საფასურის ოდენობა განისაზღვრება იმ მომსახურების საფასურით, რომელზეც დაწესებულია უფრო მაღალი ოდენობა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესიმუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის სახეებს, საფასურის ოდენობასა და მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესს.
2. დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური წინასწარ, შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
3. მომსახურების მიმღები ვალდებულია, ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს სააგენტოში.
4. ამ წესით განსაზღვრული საფასური მოიცავს დღგ-ს.
5. ამ წესის მოქმედება (მათ შორის, მომსახურების საფასურის გავრცელება) სააგენტოში წარდგენილი განაცხადების მიმართ ვრცელდება განცხადების წარდგენის მომენტისათვის არსებული წესის შესაბამისად.
მუხლი 2. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება🔗საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის, შშმ სტატუსის მქონე პირები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი“, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 100 000 ქულაზე.მუხლი 3. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება🔗1. მომსახურების მიღების მაძიებელს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება, თუ: ა) მომსახურების მიღების მაძიებელმა განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება; ბ) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის; გ) საფასური გადახდილია ამ წესის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ; დ) განაცხადით გათვალისწინებული მოთხოვნა უკვე შესრულებულია, არსებობს მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემი; ე) მომსახურება არ განხორციელდა განმცხადებლისგან/დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით; ვ) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეს. 2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილш უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.მუხლი 4.🔗მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები სამედიცინო და საექიმო საქმიანობის (მათ შორის, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების) სფეროში:№ მომსახურება საფასური (ლარი)1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური120 2. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური80 3. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთვევებში სახელმწიფო სერტიფიკატის უგამოცდოდ მიღების მომსახურების საფასური150 4. ახალი ფორმის სერტიფიკატებისა და დუბლიკატის მომზადება/გაცემა50 5. უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტისთვის საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების მიზნით მომსახურების საფასური350 6. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების სააკრედიტაციო მომსახურების საფასური უსგ პროგრამის აკრედიტაციისთვის350 7. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების სააკრედიტაციო მომსახურების საფასური კონფერენციის აკრედიტაციისთვის 10008. სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ ნებართვის დანართების მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმება), ნებართვის ყოველ დანართზე200 9. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე დაწესებულების მიერ შესაბამისი სალიცენზიო დანართების მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება), ყოველ სალიცენზიო დანართზე200 10. სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულების სახელწოდების, ფაქტობრივი მისამართის (ქუჩის დასახელების, ნუმერაციის) ცვლილების, შერწყმის/მიერთების, ასევე ნებართვების გადაცემასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვა, უწყებრივ სალიცენზიო და სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, ადმინისტრაციული აქტის მომზადება და სანებართვო/სალიცენზიო მოწმობების გადაბეჭდვა)60 11. სამეანო-ნეონატალური საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მისაღებად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, ადგილზე ვიზიტი, საკითხის მომზადება საკოორდინაციო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად)350 12. დიპლომისშემდგომი მზადების პროცესში მონაწილე სამედიცინო დაწესებულების/უმაღლესი სასწავლებლის მიერ ერთი სარეზიდენტო/გადამზადების/ სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სააკრედიტაციო ვიზიტი, საკითხის მომზადება პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განსახილველად), თითოეულ აფილირებულ დაწესებულებაზე230 13. აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულების/უმაღლესი სასწავლებლის მიერ ერთი სარეზიდენტო/გადამზადების/ სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აფილირებული დაწესებულების დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სააკრედიტაციო ვიზიტი, საკითხის მომზადება პროფესიული განვითარების სხდომაზე განსახილველად), თითოეულ აფილირებულ დაწესებულებაზე200 14. დიპლომისშემდგომი მზადების პროცესში მონაწილე სტომატოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულების მიერ ერთი სარეზიდენტო/ სუბსპეციალობის პროგრამის ფარგლებში აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარდგენილი განაცხადის განხილვა (დოკუმენტაციის ექსპერტიზა, სააკრედიტაციო ვიზიტი, საკითხის მომზადება პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განსახილველად)230 მუხლი 5. მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა
მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში:
მომსახურება
საფასური (ლარი)
1. GMP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა500 2. საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GMP სერტიფიკატის გაცემა: 2.1. სტერილური დოზირებული ფორმები 5500 2.2. არასტერილური დოზირებული ფორმები 4400 2.3. სტერილური აქტიური სუბსტანციები 5500 2.4. არასტერილური აქტიური სუბსტანციები 44003. GMP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა150 4. GDP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა300 5. GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GDP სერტიფიკატის გაცემა 33006. GDP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა150 შენიშვნა: ცხრილის მე-2 პუნქტში მითითებული ერთზე მეტი მომსახურების გაწევის შემთხვევაში, საფასურის ოდენობა განისაზღვრება იმ მომსახურების საფასურით, რომელზეც დაწესებულია უფრო მაღალი ოდენობა. |