საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.07.2019 ძალადაკარგული 02.12.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№354
სარეგისტრაციო კოდი
470000000.10.003.021372
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №354

2019 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − წამლის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − წამლის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის სახეები და საფასურები №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
1. დაინტერესებული პირის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე თანხის წინასწარ ჩარიცხვის გზით.

2. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება განხორციელდება შემდეგი წესით:

ა) თუ მომსახურების საფასური გადახდილია დადგენილი საფასურის განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილი საფასურის განაკვეთს შორის;

ბ) გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ბ.ა) დაინტერესებული პირი სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შემოტანამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურების მიღების თაობაზე;

ბ.ბ) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ დადგენილებით;

ბ.გ) განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნა უკვე შესრულებულია, არსებობს მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემები;

გ) სააგენტოს მიერ შესაბამისი მომსახურების დაწყების შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება;

დ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირისათვის მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება ხდება 10 სამუშაო დღეში.

მუხლი 3
გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები რეგულირდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



დანართი №1

 

 

 

 

მომსახურება

 

 

საფასური (ლარი)

 

1.

GMP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა

500

2.

საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GMP სერტიფიკატის გაცემა:

2.1 სტერილური დოზირებული ფორმები

5500

2.2 არასტერილური დოზირებული ფორმები

4400

2.3 სტერილური აქტიური სუბსტანციები

5500

2.4 არასტერილური აქტიური სუბსტანციები

4400

3.

GMP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა

150

4.

GDP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა

300

5.

GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GDP სერტიფიკატის გაცემა

3300

6.

GDP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა

150

  შენიშვნა:

ცხრილის მე-2 პუნქტში მითითებული ერთზე მეტი მომსახურების გაწევის შემთხვევაში საფასურის ოდენობა განისაზღვრება იმ მომსახურების საფასურით, რომელზეც დაწესებულია უფრო მაღალი ოდენობა.    

 

 


მუხლი 1

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − წამლის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის სახეები და საფასურები №1 დანართის შესაბამისად.

მუხლი 2🔗

1. დაინტერესებული პირის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე თანხის წინასწარ ჩარიცხვის გზით.
2. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება განხორციელდება შემდეგი წესით:

ა) თუ მომსახურების საფასური გადახდილია დადგენილი საფასურის განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილი საფასურის განაკვეთს შორის;

ბ) გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ბ.ა) დაინტერესებული პირი სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შემოტანამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურების მიღების თაობაზე;

ბ.ბ) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ დადგენილებით;

ბ.გ) განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნა უკვე შესრულებულია, არსებობს მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემები;

გ) სააგენტოს მიერ შესაბამისი მომსახურების დაწყების შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება;

დ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირისათვის მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება ხდება 10 სამუშაო დღეში.

მუხლი 3

გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები რეგულირდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 4🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

დანართი №1 მომსახურება საფასური (ლარი)

1.

GMP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა

500

2.

საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GMP სერტიფიკატის გაცემა: 2.1 სტერილური დოზირებული ფორმები 5500 2.2 არასტერილური დოზირებული ფორმები 4400 2.3 სტერილური აქტიური სუბსტანციები 5500 2.4 არასტერილური აქტიური სუბსტანციები 4400

3.

GMP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა

150

4.

GDP სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვა

300

5.

GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GDP სერტიფიკატის გაცემა 3300

6.

GDP სერტიფიკატის დამატებითი ეგზემპლარის გაცემა

150

შენიშვნა:

ცხრილის მე-2 პუნქტში მითითებული ერთზე მეტი მომსახურების გაწევის შემთხვევაში საფასურის ოდენობა განისაზღვრება იმ მომსახურების საფასურით, რომელზეც დაწესებულია უფრო მაღალი ოდენობა.    

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.12.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.07.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №354. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.10.003.021372.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.12.2019-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.12.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“, №354, 30.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021372 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4625406/