საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №438 |
|
2020 წლის 13 ივლისი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთებს, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების პირობებს (შემდგომში − წესი). 2. წესის მიზანია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის საფასურის დაწესების სამართლებრივი მოწესრიგება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სააგენტოს მიერ საქართველოსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი ციფრული მმართველობის დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად უზრუნველყოფა. 3. ამ წესით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მომსახურება − ციფრული მმართველობის შეუფერხებელი, ხარისხიანი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით, სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა; ბ) საფასური − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა; გ) ინფორმაციული უსაფრთხოების მხარდამჭერი მართვის სისტემა − ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა, საქმიანობის უწყვეტობის მართვის სისტემა, ხარისხის მართვის სისტემა და მომსახურების მართვის სისტემა. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ გაწეულ მომსახურებებს, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და დარგის მარეგულირებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში. მუხლი 3. მომსახურების საფასურების განაკვეთები
1. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებებისთვის ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ავტორიზაციას, რომლისთვისაც დადგენილია შემდეგი საფასურის განაკვეთები:
2. ამ პუნქტით დადგენილია სააგენტოს მომსახურების საფასურის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც შეიძლება, შემცირდეს სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გასაწევი მომსახურების მოცულობისა და მომსახურებისთვის საჭირო ვადების გათვალისწინებით:
მუხლი 4. მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემით (ინფრასტრუქტურა) სარგებლობის საფასური
1. მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემაში (ინფრასტრუქტურა) ორგანიზაციის ჩართვის მომენტიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემით სარგებლობისათვის, ტრანზაქციების ჯამური ოდენობის მიხედვით, დაწესებულია შემდეგი საფასურები:
2. მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის გამოყენებით გატარებული ელექტრონული დოკუმენტის საფასურია 5 თეთრი. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის, ტრანზაქცია წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის მიზნით ერთეულ საკომუნიკაციო აქტივობას. მუხლი 5. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესი
1. საფასურის გადახდა ამ დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებებისათვის ხორციელდება შესაბამისი მომსახურების გაწევამდე. 2. საფასურის გადახდა ამ დანართის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებებისათვის ხორციელდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდგომ, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. 3. საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით და ირიცხება სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე. 4. ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს ორგანიზაციას შესაბამისი მომსახურების გაწევა. მუხლი 6. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება: ა) თუ დაინტერესებულმა პირმა მომსახურების მიღების თაობაზე მომსახურების გაწევის დაწყებამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება; ბ) თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. ამ მუხლით დადგენილი წესით, საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. მუხლი 7. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ყველა ტრანზაქცია, რომელიც ხორციელდება სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის მეშვეობით. 2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება. 3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების დამატებითი შემთხვევები.
|