საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №565 |
|
2015 წლის 9 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური თანდართული დანართის შესაბამისად. ცენტრის მიერ გაწეული სხვა მომსახურების განფასება ხდება ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
2. დადგინდეს, რომ:
ა) დაინტერესებული პირი იხდის დადგენილი მომსახურების საფასურს (შემდგომში – საფასური) ცენტრთან წერილობითი ფორმით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) პირობების შესაბამისად;
ბ) საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს წინასწარ, მომსახურების გაწევის შემდეგ ან ეტაპობრივად, ცენტრსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით.
3. გადახდილი საფასური ექვემდებარება უკან დაბრუნებას, თუ:
ა) საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, რა დროსაც საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილი საფასურის განაკვეთს შორის;
ბ) ცენტრი მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე;
გ) საქართველოს კანონმდებლობით და/ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. ამ დადგენილების გათვალისწინებით, ხელშეკრულების სხვა პირობებს განსაზღვრავს ცენტრი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
5. ხელშეკრულება არ ფორმდება და შესაბამისად, საფასურის გადახდა არ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმღებია ცენტრის თანამშრომელი.
|
სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური ლარში
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 9 ნოემბრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური ლარშისასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო
ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის საკონფერენციო დარბაზის,
ნახევარი დღით (4 საათით), დროებით სარგებლობაში გადაცემა
ერთი ოთახის ჯამური ხარჯი (დღგ-ის ჩათვლით)
26 - 50 მსმენელი235
51 - 70 მსმენელი265
71 - 90 მსმენელი295
91 - 130 მსმენელი355
სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო
ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის საკონფერენციო დარბაზის,
სრული დღით (8 საათით), დროებით სარგებლობაში გადაცემა
ერთი ოთახის ჯამური ხარჯი (დღგ-ის ჩათვლით)
26 - 50 მსმენელი270
51 - 70 მსმენელი300
71 - 90 მსმენელი330
91 - 130 მსმენელი390
სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო
ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის სატრენინგო ოთახის დროებით სარგებლობაში გადაცემაერთი ოთახის ჯამური ხარჯი (დღგ-ის ჩათვლით) ერთი დღე
1 - 25 მსმენელი100
სასტუმრო ოთახების დროებით სარგებლობაში გადაცემა ერთი ოთახის ჯამური ხარჯი(დღგ-ის ჩათვლით)
ერთი დღე ლუქსის ტიპის ნომერი120
ორადგილიანი ნომერი90