საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №494 |
|
2015 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური თანდართული დანართის შესაბამისად. სააგენტოს მიერ გაწეული სხვა მომსახურების განფასება ხდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
2. დადგინდეს, რომ:
ა) დაინტერესებული პირი იხდის დადგენილი მომსახურების საფასურს (შემდგომში – საფასური) სააგენტოსთან წერილობითი ფორმით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) პირობების შესაბამისად;
ბ) საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს წინასწარ, მომსახურების გაწევის შემდეგ ან ეტაპობრივად, სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით.
3. გადახდილი საფასური ექვემდებარება უკან დაბრუნებას, თუ:
ა) საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, რა დროსაც, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილი საფასურის განაკვეთს შორის;
ბ) სააგენტო მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე;
გ) საქართველოს კანონმდებლობით და/ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. ამ დადგენილების გათვალისწინებით, ხელშეკრულების სხვა პირობებს განსაზღვრავს სააგენტო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაინტერესებულ პირთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
5. ხელშეკრულება არ ფორმდება და შესაბამისად, საფასურის გადახდა არ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმღებია სააგენტოს თანამშრომელი.
6. მიეცეს უფლება სამინისტროს და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სააგენტოს მიერ დადგენილი სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოსთან გააფორმონ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.11.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №494. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.018880.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.11.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.11.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“, №494, 23.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018880 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2990930/