„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №565 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №565 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/11/2015, 040030000.10.003.018951) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური ლარში) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი
„დანართი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური ლარში
სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის საკონფერენციო დარბაზის, ნახევარი დღით (4 საათით), დროებით სარგებლობაში გადაცემა
ერთი ოთახის ჯამური ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით)
26 – 50 მსმენელი
235
51 – 70 მსმენელი
265
71 – 90 მსმენელი
295
91 – 130 მსმენელი
355
სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის საკონფერენციო დარბაზის, სრული დღით (8 საათით), დროებით სარგებლობაში გადაცემა
ერთი ოთახის ჯამური ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით)
26 – 50 მსმენელი
270
51 – 70 მსმენელი
300
71 – 90 მსმენელი
330
91 – 130 მსმენელი
390
სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის სატრენინგო ოთახის დროებით სარგებლობაში გადაცემა
ერთი ოთახის ჯამური ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ერთი დღე
1 – 25 მსმენელი
100
სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სატრენინგო ოთახის დროებით სარგებლობაში გადაცემა
ერთი ოთახის ჯამური ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ერთი დღე
1 – 25 მსმენელი
150
სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო ან სხვა მიზნებისათვის შენობის პირველ სართულზე ფოიეს, ნახევარი დღით (4 საათით), დროებით სარგებლობაში გადაცემა
ჯამური ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ნახევარი დღით (4 საათით)
არაუმეტეს 150 სტუმარი
450
შენობის გარკვეული ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემისას ფურშეტის ორგანიზებისა და საკვების მიწოდება
ერთ სტუმარზე განსაზღვრული მაქსიმალური ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით)
არაუმეტეს 150 სტუმარი
100
უსგ პროგრამის „პირველადი სამედიცინო დახმარების“ ერთი სატრენინგო კურსის გავლა
ერთი მსმენელისათვის ტრენინგის სრული ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით)
არანაკლებ 12 მსმენელი
105
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი ექიმებისთვის (რს-313)
ერთი მსმენელისათვის ტრენინგის სრული ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით)
არანაკლებ 12 მსმენელი
355
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი ექთნებისთვის (რს-314)
ერთი მსმენელისათვის ტრენინგის სრული ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით)
არანაკლებ 12 მსმენელი
180
გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარება
ერთი მსმენელისათვის ტრენინგის სრული ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით)
არანაკლებ 10 მსმენელი
140
ტრავმული პაციენტის სტაბილიზაცია და ტრანსპორტირება
ერთი მსმენელისათვის ტრენინგის სრული ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით)
არანაკლებ 12 მსმენელი
160
სასტუმრო ოთახების დროებით სარგებლობაში გადაცემა
ერთი ოთახის ჯამური ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ერთი დღე
ლუქსის ტიპის ნომერი
120
ორადგილიანი ნომერი
90
სსიპ –
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეროვნულ სამედიცინო ტრენინგცენტრში არსებული მულაჟების, მესამე პირისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემის ერთი დღის საფასური
გაქირავება ადგილზე ან გაქირავება ცენტრიდან გატანით
ერთეულის გაქირავების საფასური (დღე)
მაღალი სიზუსტის მშობიარე ქალის სიმულატორის მანეკენი (GD/F56)