საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №498 |
|
2025 წლის 10 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში – ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეებს, საფასურის ოდენობასა და მომსახურების პირობებს. მუხლი 2. მომსახურების სახეები
სასწავლო ცენტრის მიერ მის ტერიტორიულ ორგანოში – ყვარლის სასწავლო ცენტრში გასაწევი მომსახურების სახეებია: ა) ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და კონფერენციისათვის ტექნიკური მხარდაჭერისა და ორგანიზების მომსახურება; ბ) სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურება. მუხლი 3. მომსახურების საფასურის ოდენობა
1. ტრენინგის, სამუშაო შეხვედრისა და კონფერენციისათვის ტექნიკური მხარდაჭერისა და ორგანიზების მომსახურების საფასურები დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით განსაზღვრულია შემდეგი ოდენობებით:
შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების ღირებულებას ემატება ადმინისტრირების ხარჯი – მომსახურების ხარჯის 50%. 2. სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურების საფასურები დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით განსაზღვრულია შემდეგი ოდენობებით:
მუხლი 4. მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც სასწავლო ცენტრის მომსახურების შესყიდვას გადაწყვეტს (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა სასწავლო ცენტრს წერილობით წარუდგინოს. მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო და შეესაბამებოდეს სასწავლო ცენტრის საქმიანობის სფეროს; მასში ნათლად უნდა იყოს აღწერილი ვიზიტის მიზანი და მომსახურების პირობა. 2. სასწავლო ცენტრი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ მოთხოვნას მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს. სასწავლო ცენტრი უფლებამოსილია: ა) დააზუსტოს მომსახურების პირობები და ხანგრძლივობა; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან განმარტება იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი მოთხოვნა არ არის სრულყოფილი; გ) უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ მოთხოვნა სცდება სასწავლო ცენტრის უფლებამოსილებას ან ტექნიკურ შესაძლებლობებს ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 3. სასწავლო ცენტრსა და შემსყიდველ ორგანიზაციასთან გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული დეტალური პირობები განისაზღვრება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 4. ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით, თანხის სასწავლო ცენტრის შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის გზით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.11.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №498. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.025392.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.01.2026-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ“, №498, 10.11.2025, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025392 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6666295/