წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2015 წლის 30 მარტი ქ. წალენჯიხა |
|
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს:ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.ბ)
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.გ)
მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესისათვის.2.
მოსაკრებლების ოდენობა განისაზღვროს:ა)
მშენებლობის ნებართვისათვის-ახლადასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1 ლარით.ბ)
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0,30 ლარის ოდენობით.გ)
სათამაშო ბიზნებისათვის-თითოეულ სათამაშო აპარატზე, კვარტალში 200 ლარით. ტოტალიზატორის, ბინგოს ლოტოს თითოეულ სალაროზე კვარტალში 900 ლარით, თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%-ი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს:ა)
მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია /დანართი N1/;ბ)
იურიდიული პირებისათვის დაკავებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დანართი N2-ის შესაბამისად;
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №47 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებულის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის დამტკიცების თაობაზე.“
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი N11.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში ინსტრუქცია) აწესრიგებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი /შემდგომში – მოსაკრებელი/ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების დაწესებულ დაწესებულ საფასურს.3.
ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული პირი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.4.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული პირი 3 თვის განმავლობაში არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს.5.
ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობის შემთხვევაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წერილობითი შეტყობინება ეგზავნება იურიდიულ პირს რათა მისცეს მას 15-დღიანი ვადა აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი იურიდიული პირიდან დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტის ვერწარმოდგენის შემთხვევაში გაწყვიტოს მასთან ხელშეკრულება ცალმხრივად. ამასთან დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა და გადახდის ვადების დარღვევა დამრღვევს ჩაეთვლება დადებული ხელშეკრულების და დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული სანქციები.1.
მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, დგინდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.2.
მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო იურიდიული პირებისათვის დაგროვებული წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით; მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.3.
მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებეშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.4.
ნარჩენების წარმომქმნელი ოჯახის სულადობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.5.
თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა , რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღისათვის არსებული, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელის შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.1.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურეობის ერთი თვის განმავლობაში მიღების შემდეგ. იურიდიული პირებისათვის– მომსახურეობის მიღებისთანავე.2.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებისთანავე.3.
ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენის წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.4.
მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთი თვეზე მეტი ხნით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სამსახურს.1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.2.
მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის ვადაში.3.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.1.
მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.2.
ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.|
№ სამეწარმეო საქმიანობა ზომის ერთეული მოსაკრებლის განაკვეთი თვეში(ლარებში) შენიშვნა1. მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივებისაერთო ფართობი მ2 0,032. სახელმწიფო ორგანიზაციებისაერთო ფართობი მ2 0.50 ან ნარჩენის 1 მ3 –ზე 25 ლარი3. ოფისები, სააგენტოები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისაერთო ფართობი მ2 0,5 4. კინოთეატრები და თეატრები მაყურებლის ერთი სავარძელი 0,155. სკოლები, ინტერნატები, ბაგა-ბაღები (კერძო) ერთ მოსწავლეზე0,1 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები, ინსტიტუტები. პროფესიული სასწავლებლები, კოლეჯები ერთ სტუდენტზე 0.15 ან ნარჩენის 1 მ3 –ზე 25 ლარი7. სასტუმროები (რესტორნის გარეშე) მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)3 8. საავადმყოფოებინარჩენის 1 მ3 25 ლარი9. პოლიკლინიკები, სტომატოლოგიური და სხვა სამედიცინო კაბინეტები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი საერთო ფართობის 1 კვმ1 10. აფთიაქებისაერთო ფართის1 მ2 0,5 11. სტადიონები, ღია ტიპის სპორტული მოედნებისაერთო ფართობის 1 მ2 0,1 12. დახურული ტიპის სპორტული დარბაზები1 მ3 25 ლარი13. სასურსათო და სხვა დასახელების მარკეტები1 მ2 0,3014. ოქროს სავაჭრო ბირჟები, ლომბარდისაერთო ფართის 1 მ2 1 15. აგრარული ბაზრებისაერთო ფართობის 1 მ2 0.1016. შერეული საქონლის ბაზრობებისაერთო ფართობის 1 მ2 0.1517. ავტოსადგომები1 მ2 0,4 18. ბენზინგასამართი სადგურები1 მ2 0.8 19. აბანოები, საუნები1 მ2 0,5 20. სადალაქოები, სილამაზის სალონები1 მ2 0.5 21. რესტორნები, კაფე-ბარები, სასადილოები და სწრაფი კვების ობიექტები (შაურმა)1 მ2 0,2022 ტოტალიზატორები, სისტემურ ელექტრონული აპარატები და სხვა სათამაშო კლუბები1 მ2 1 23 საცხობები და საკონდიტროები1 მ2 1 24 რკინიგზის და საავტომობილო სადგურები1 მ2 25 25 სამხედრო ნაწილები, პენიტენციალური სისტემა1 მ2 25 26 ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო1 მ2 0,5 27 მშენებარე ობიექტებიფართის 1 მ2-ზე 0.5 28 საბითუმო საწყობი, მაცივარი, ბაზა1 მ2 0.3 29 საბანკეტო დარბაზები1 მ2 0.1 30 სადურგლო, მეტალოპლასტმასის, მინის დაჭრის და სხვა სახელოსნო საერთო ფართობის 1 კვმ1 31 თხილის გადამამუშავებელი საწარმოები1 მ2 0,10 სეზონურად |