გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2015 წლის 6 ივლისი ქ. გურჯაანი |
|
მ-ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი)
გ-მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
რ-ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ. )
თვეში შესაბამისი ზომის ერთეულის გათვალისწინებით:
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს კანონის - „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს.
2. ეს წესი აწესრიგებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული, უფლებამოსილი სამსახურის მეშვეობით, მოსაკრებლის ამოსაღებად, იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
6. მოსაკრებლის გადაუხდელობისას, გადახდის ვადების დარღვევისას დამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნომრები
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში - ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდგომ - მესაკუთრე/ მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც ან სარგებლობაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. მოსაკრებელის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ).
6. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
7. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
8. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.
9. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3.მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა- ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი). ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით.
5. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ და ფიზიკურ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.
2. დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის და ხელშეკრულების სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) მხარეთა უფლება - მოვალეობები;
3. დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.50 ლარით თვეში, გარდა ამ დადგენილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები და მისი ოდენობის გაანგარიშების წესი (დანართი №1).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №2).
მუხლი 5🔗
გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია, განისაზღვროს 0.10 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
მუხლი 6🔗
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №39 დადგენილება.
მუხლი 8🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები და მისი ოდენობის გაანგარიშების წესი