საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2019 წლის 27 დეკემბერი ქ. საგარეჯო |
2. დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულზე თვეში 0.50 თეთრს, ხოლო ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
3. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
|
|
დასუფთავების
მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
2. ეს წესი აწესრიგებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული მერიის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებელის განაკვეთი წესდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
5. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის ოჯახში პირთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
6. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ წარმოადგენს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელ პირს.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
4. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.
5. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა. მოსაკრებლის გადამხდელი;
ბ. მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ. გადასახდელი თანხა;
დ. გადახდის ვადა.
ე. საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა განხორციელდეს მოსაკრებლის გადახდა, გადახდის წესი/ინსტრუქცია.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
6. ფიზიკურ პირებს (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), რომელთაც გააჩნიათ დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, მიეცეთ უფლება აღნიშნული (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ ეტაპობრივად არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
ფიზიკური პირების (გარდა ინდ. მეწარმისა) მიერ გადასახდელი დასუფთავების მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით შემქნილ „შპს სუფთა მუნიციპალიტეტი 2018“-ს, ხოლო მოსაკრებლის გადამხდელი იურიდიული პირების შემთხვევაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს - ზედამხედველობის განყოფილებას.
მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.